მუხრან მაჭავარიანი - ეს ისე

თავს საკუთარს
(არც ეცადო),
გაექცევი ვერსაით!
არა! -
თუ არ დამიჯერებ, -
მოდექი და ეცადე!
ვინ ხარ,
რა ხარ,
რისთვის,
რატომ?! -
ნათელია მზესავით...
ისე,
თუმცა,
კაცმა რომ თქვას,
ახლა რა დროს ეს არი!

Muxran Machavariani - Es Iseმუხრან მაჭავარიანი - ეს ისე

No comments:

Post a Comment