მუხრან მაჭავარიანი - ქართველთ ზნეობანი

დამიწყდა ვინ იცის რამდენი, -
თავისთავს ვინცავინ ეომა, -
მოყმე და ასული ქართველი; -
ნატანჯი ზნეობის ტყვეობით.

ქვეყანა დარჩება ღამურის, -
და მერე მიდი და ეომე...
წახდება, წახდება მამული,-
ტყვეობა რომ არა ზნეობის.

Muxran Machavariani - Qartvelt Zneobani
მუხრან მაჭავარიანი - ქართველთ ზნეობანი

No comments:

Post a Comment