ბექა აბუთიძე - ერთი ლექსისთვის

ერთი ლექსისთვის ცხოვრება დათმე!
_ მე პოეზიამ ასე დამდაღა.
ვიცი ერთხელაც შემხვდები სადმე
და მეტყვი: ღმერთო, როგორ გამხდარხარ!

გკითხავ უჩემოდ შენ თუ დაღონდი
და ლოცვასავით გეტყვი სტრიქონებს.
რატომ აქამდე არ მოგაგონდი?!
ახლა დამპირდი, რომ მომიგონებ.

ერთი ლექსისთვის ცხოვრება დავთმე,
დამპირდი ისევ, რომ მომიგონებ!
ვიცი ერთხელაც შემხვდები სადმე
და ლოცვასავით გეტყვი სტრიქონებს...

Beka Abutidze - Erti Leqsistvis

No comments:

Post a Comment