ბექა აბუთიძე - ვაკის ფიროსმანი

დრომ მარმარილოდ უქცია ტილო
და დაივიწყეს დიდი ხანია.
თქვენთვის უბრალო ლოთია ილო,
არადა ვაკის ფიროსმანია.

საფლავებს უფრო მეტი აქვთ კითხვა
(არა აქვთ შური და ამბიცია)
შეეშვი, ხალხმა რაც უნდა ის თქვას,
აქ მხოლოდ მკვდრების ფასი იციან.

ახლა უბრალო ლოთია ილო,
რაც დაივიწყეს, დიდი ხანია.
დრომ მარმარილოდ უქცია ტილო
და სასაფლაოს ფიროსმანია...

Beka Abutidze - Vakis Firosmani

No comments:

Post a Comment