ტარიელ ხარხელაური - შენ ჩემო დიდო ტკივილო

შენ ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო.
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო - დარდიანაო.

შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე,
რომ ვფიქრობ, აგრეც არაო...
ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო.

მე თუ არ მეტრფის - დაიწვას
თვალები - ნაღვლიანაო.
შენ, ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო.

Tariel Xarxelauri - Shen Chemo Dido Tkivilo

No comments:

Post a Comment