ლაშა-გიორგი - შენს სახლში ყველა ნივთი ბრენდია

შენს სახლში ყველა ნივთი ბრენდია,
ჩემთან-დაჟანგდა ყველა რიკული,
ამბობ-იცნობდე,ჩემი ფრენდია
და პრონანსი გაქვს ამერიკული.

მთელმა მსოფლიომ გააპიარა,
რა ამაოა ჩვენი კრუსუნი,
ფეხი დამადგით,გახსენ იარა,
გულზე დამადგით ჩექმა რუსული.

სექსუალური უმცირესობა:
"გადააქციეთ ვაზის ნაჟური,
ნუ გვავიწროვებთ,ეკლად გვესობა,
ვაჟი რომ არის ისევ ვაჟური!"

ამ ხმას აყვება ექო ველებად,
და აღშფოთდება წამსვე გაერო!
გამოზრდილხართო ყველა გველებად,
ქართული დაგმე ქართლის ჰაერო!

შენს სახლში ყველა ნივთი ბრენდია,
ჩემთან-დაჟანგდა ყველა რიკული,
ამბობ-იცნობდე,ჩემი ფრენდია,
და პრონანსი გაქვს ამერიკული.

Lasha-Giorgi - Shens Saxlshi Yvela Nivti Brendia

No comments:

Post a Comment