ნიკა ნორიელი - რითმებით ხუმრობა

მე მხოლოდ ვიცი,როგორ ვთქვა სიტყვა,
რომელმაც გული სიკეთით იხსნა.
ცხოვრება ჩემი ეშმაკებს მისცა
მერე წაართვა და უთხრა – ჭიტა.

სიმღერა იყო, მინდოდა, მინდა.
როიალის წინ ტიროდა გნიდა.
ვიღაც მოხუცი უბნებში გვიდა.
ნაზი აკორდი გაჩუქე, წმინდა.

სარკმელთან ღამით გოგონა იჯდა.
ეჯახებოდა ფიქრი ფიქრს, მიჰყვა.
მე მოგატყუეთ, რაც ზევით ითქვა.
ნუ გაბრაზდებით, ღიმილად ღირდა.

მე ხომ უფალიც აღარ მენდობა,
ძველი სტროფებით ვძებნე შენდობა.
მხოლოდ შენ დამრჩი მკითხველო ციდა,
ნუ გაბრაზდები, ბოდიში გინდა?

Nika norieli - Ritmebit xumroba

No comments:

Post a Comment