ნიკა ნორიელი - როდესაც მთვარე ამოვა ცაზე

როდესაც მთვარე ამოვა ცაზე,
მაშინ დავდგები მე მაღალ მთაზე.
და გადავხედავ ცხოვრებას გზაზე
და დავფიქრდები საკუთარ თავზე.

მე გავშლი ხელებს, მთვარიდან მზემდე
და გადავხტები ქვესკნელის კლდემდე,
მაშინ დამიდებს მიქელი მხარზე
და დამასვენებს პატარა ქვაზე.

სულს შემიბერავს და გავცოცხლდები
და კვლავ გავჩნდები,იმ მაღალ მთაზე
და კვლავ გავხედავ ცხოვრებას გზაზე
და დავფიქრდები საკუთარ თავზე!

Nika norieli - Rodesac mtvare amova caze

No comments:

Post a Comment