ნიკა ნორიელი - მე და შენ ნავში

ათასი აზრი დამტრიალებს უაზროდ თავში.
მიზიდავს მთვარის ჩასვენება, საღამოს ზღვაში.
და ახალბედა ენძელები შენს ლამაზ თმაში.
ჩუმი ნიავი...მშვიდი დინება...მე და შენ ნავში.

ფრთხილი ნაბიჯით მივუყვები ტაძრისკენ  ბილიკს
და კვლავ ვიხსენებ იმ უნაზეს, მშვენიერ ღიმილს.
შენ რომ მაჩუქე, რომ მინელებს  ყოველგვარ ტკივილს.
ბედნიერების ორთქმავალი აგრძელებს კივილს.

მე დაგინახე...დამავიწყდა სიმთვრალე - წამში.
აჩეჩილიყო მუქი ფერის თმა, ველურ  ქარში.
და მოვიხიბლე იმ სინათლით, რომ გქონდა თვალში.
აღმოვაჩინე უცაბედად ღვთაება - ქალში.

მაშინ მოვქარგე გონებაში, თოჯინა  ცვილის.
და ავაშენე, მხოლოდ ჩვენთვის, კოშკები სილის.
შენი თვალებით, ყელ-ტუჩებით - სურნელით დილის.
ჩვენი არსება სამყაროში, ერთ ხორცად ივლის.

შენთან ვიქნები, იმ სუსხიან, მე დილის ცვარში.
და ჩვენ სიყვარულს, მე ლექსებად ავიტან ცაში...
დრო არ დახარჯო, ამ უბრალო სიტყვების თვლაში.
ჩუმი ნიავი...მშვიდი დინება...მე და შენ ნავში.

Nika norieli - Me da shen navshi

No comments:

Post a Comment