ანა კალანდაძე - მე ლამაზი მეგობარი მყავდა

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით.

ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაყვა ცადა...
ღრუბლებს გაყვა...

სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...

Ana kalandadze - Me lamazi megobari myavda

No comments:

Post a Comment