ანა კალანდაძე - მე გადმოვკიდე

მე გადმოვკიდე
ჩემი ალამი. .

მაგრამ. . . საითღა,
საით დაგიდგამს შენი კარავი?
ისევ მზაკვრულად
ბრწყინავს მუშთარი
და ალ კამარი. . .
კვლავ განშორებას
თუ გვაუწყებენ
მიღმურს იქიდან?
მე გადმოვკიდე
ზავის ალამი
ჩემი ციხიდან..

Ana kalandadze - Me gadmovkide

No comments:

Post a Comment