ვაჟა-ფშაველა - საახალწლოდ

თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს,
ახლებო, გენაცვლენითა;
სიცოცხლე მიათკეცდება
თქვენის სიკეთის სმენითა.
კეთეთ რაც-კი შაიძლოთ
თავით, გულით და ხელითა,
რომ შვილთ გვიკურთხონ საფლავი,
არ მოგვიგონონ წყევლითა.

ოფლმა, დაღვრილმა მიწაზე,
მოცენოს ინი,
განოყიერდეს ოფლითა
მიწა მწირი და კლდინი,
გადაროს ნისლებმა,
დღე გამოვიდეს მზინი
და აღაღანდეს მინდორი
ოფლით მორწყული, ცვრინი.
ძვალი განედლდეს გამხმარი,
ფერფლი ადუღდეს გრძნობითა,
მკვდარნი ხარობენ საფლავში
კარგის შვილების ყოლითა.
მივინძრ-მოვინძრეთ... რას ვარგებთ
უქმად ტახტებზე წოლითა!
ბედს ვხედავ, როგორც მზის სხივსა,
გადმოშუქებულს გორითა,
ვამაყობ, მაღალს ღმერთს ვფიცავ,
გამოსადეგის სწორითა.

ჩემს გულში სანთლად ანთიხართ,
გზა მინათდება თქვენითა;
ჯავშანს ჩაიცვამს ოცნება,
გავალმასდები ენითა.
Vaja-Pshavela - Saaxalwlod
ვაჟა-ფშაველა - საახალწლოდ

No comments:

Post a Comment