როგორი იყო?.. აბა რა ვიცი...
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი...
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა...
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის, არადა ჰყიდის...
იცის მოკლავენ, განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია...
ისტორიაში დარჩა იუდა!
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა...
Niko Gomelauri - Rogori Iyo?
ნიკო გომელაური - როგორი იყო?
No comments:
Post a Comment