მხარს უჭერ კეთილს,
ბოროტისა და კეთილის ომში;
ძლევა გსურს ერთის,
ამ,გაჩენიდან მტრად შებმულ ორში;
მაგრამ აქ ფრთხილად-
დღეს ქვეყნად არსად
ეს არ ჰგავს ჭიდილს
ლუწის და კენტის,
დღეს ადგილს უცვლის,
სულ გროშის ფასად,
კეთილი ბოროტს,ბოროტი კეთილს.
Irakli Abashidze - Sul Groshis Pasad
ირაკლი აბაშიძე - სულ გროშის ფასად
No comments:
Post a Comment