შოთა ნიშნიანიძე - ორი ჩიტი

ზის გალიაში ღაბუა ჩიტი,
პირს არ აკარებს მორთმეულ საკენკს,
მობეზრებია ცხოვრება მშვიდი,
გული მიუწევს ტყეებისაკენ.

მეორე ჩიტი კი ტყეში სახლობს,
თავი როგორღაც გააქვს წვალებით,
მოგოგმანდება გალიის ახლოს
და საკენკს ხარბად კენკავს... თვალებით ...

Shota Nishnianidze - Ori Chiti
შოთა ნიშნიანიძე - ორი ჩიტი

No comments:

Post a Comment