შოთა ნიშნიანიძე - ბალახი

მიწა რაა, ამოხეთქა ქვიდანაც
და სიცოცხლის მადლი ამოიტანა,
მთის ფერდობზე იცინოდა ბექიდან,
ჩიტს ნისკარტზე სიმღერასებრ ეკიდა.
წუთისოფლად ზღაპარივით იარა,
პირს უკრავდა სამარეს, თუ იარას,
ნედლი იყო,- მიწას ეცვა პერანგად,
ხმელი იყო,-ბუდეებში ელაგა.
სად არ ჩნდებამ ფოთოლს სად არ ამოყრის
ეს სიცოცხლის ყიჟინა და ამბოხი!
მისი ფერი, სიკერპე და სინედლე
დავამყენი ჩემს სიტყვას და იმედებს.
დე, სიცოცხლით მარად გაუქურდავი,
იყოს სიტყვა ბალახივით უკვდავი.

Shota Nishnianidze - Balaxi
შოთა ნიშნიანიძე - ბალახი

No comments:

Post a Comment