საბა ჯორჯაძე - ფრენა გამიგია...

ფრენა გამიგია...
ცისკარს ატაცებულ,
ბებერ არწივის ჩრდილს - მიწა აირეკლდეს.
ფრთების მოქნეული, ექოდ გადაცემულ,
ნისლში ამოხლეჩილ კლდეებს აკივლებდეს!

დგომა გამიგია...
მთის ქიმს თავაწეულ,
ეულ, ხვადი ჯიხვის - ხევებს დაჰყურებდეს.
მზეზე გამოხარშულ ქვათა ათასწლეულს,
სხვა კი არაფერი - დგომით აყრუებდეს!

რიდი გამიგია...
ნაწნავჩამოშლილი
ლამაზ, ქალწულ ქალ თვალს - გიშრად აელვებდეს.
თლილწელმოხდენილ ტანს, უხლებმკერდაყრილი,
რიდში გადახლარულ ეშხით გაღელვებდეს!

კაცი გამიგია...
წვერს თეთრშეპარული,
თუმც შით ძარღვებშიაც, თრობა შერეოდეს.
განა არ გაივლოს ფიქრი ეშმაკური?
ამ ფიქრს - კაცი უნდა ერეოდეს!

Saba Jorjadze - Frena Gamigia...
საბა ჯორჯაძე - ფრენა გამიგია...

No comments:

Post a Comment