მიხეილ ქვლივიძე - ზღვის პირას

ზღვას ზეცა ბავშვივით ეწვინა კალთაში,
ასეთი ცისფერი არასდროს სჭერია...
ზღვისპირას გეძებდი, ზღვასავით გადაშლილს,
იქ, სადაც ბადახში მწვანეში ერია.

უცნობი ხეები გრაგნილებს მიწვდიდნენ
და შლიდნენ ეტრატებს კოჟრიან თითებით,
და იდგა ზღვისპირას ისეთი სიმშვიდე,
რომ გულგახეთქილი წიოდნენ ჩიტები.

გეძებდი. ზღვა ისევ ღელავდა სიმწვანით,
გულმა ვერ ამოხსნა სიმშვიდე ფარული.
ვეღარსად გიპოვნე, ვეღარსად გიცანი
და ტალღებს ვაჩუქე შენი სიყვარული.

Mixeil Qvlividze - Zgvis Piras
მიხეილ ქვლივიძე - ზღვის პირას

No comments:

Post a Comment