ტერენტი გრანელი - სულს მარტოობა უნდა

სულს მარტოობა უნდა,
მარტო ვიქნები აწი.
სადღაც გაისმის მუდამ
ჩუმი შრიალი ნაძვის.

და სანთლებივით დგანან
თეთრი ჭადრები ბაღში.
ანდა ცუდია განა ვ
დავრჩე ბოლომდე ბავშვი?

ეს შორეული ქარი
ჩემთვის ძვირფასი გახდა.
ნელა ჩაივლის ქალი
ალექსანდროვის ბაღთან.

ვფიქრობ: სიცოცხლე არ ღირს
ცისკენ მიფრინავს თვალი.
თეთრი აუზი ბაღის
უკვე აივსო წყალით.

სულს მარტოობა უნდა,
მარტო ვიქნები აწი.
სადღაც გაისმის მუდამ
ჩუმი შრიალი ნაძვის.

Terenti Graneli - Suls Martooba Unda
ტერენტი გრანელი - სულს მარტოობა უნდა

No comments:

Post a Comment