ქალაქი ისე განაბულია -
თითქოს ვიღაცას ჩასაფრებია, -
თითქოს ის ვიღაც დამალულია
და
საიდანღაც
ასაფრენია.
ქალაქი ისე განაბულია, -
ირგვლივ ახალი არაფერია -
ჩვეულებრივი გაზაფხულია, -
ის ვიღაც
კიდევ არ აფრენილა.
უცებ
ტრამვაი ახმაურდება;
უკვე თენდება! -
მეტი რა გინდა!
აქ უცხოელიც აქაურდება, -
აქაურობა
ისე კარგია.
Muxran Machavariani - Qalaqi Ise Ganabulia
მუხრან მაჭავარიანი - ქალაქი ისე განაბულია
No comments:
Post a Comment