ქიმერიელთა,
ქალდეას დროშა მეწამული
და მოწამლული.
თავის კბენისთვის მორიელმა
დრო მოიხელთა
დამწვარ ქალაქის ამოვარდა
ცხელი ალმური.
და ისევ უნდა რომ ატირდეს
ჩემში ლირიკა,
თეთრ კვირეების მოგონებას
რომ მოერიდა.
ლაფორგის ტაძარს ჯამბაზივით
აყვა ბილიკად
და დიდ გუმბათზე ობის ქსელად
ჩამოეკიდა.
ახალი ქრისტეს ოთხი დავრჩით
მახარობელი-
პაოლო,გრიგოლ,ვალერიან,
მე-იოანნე
ჩემი ორბიპი პატმოსია
გაუულხობელი
რიონის ფშავნი-ნათლისღების
დღეს იორდანე.
ყველანი წავალთ,გადატყდება
ხმალი ვადაზე
და პოეზიაც სიკვდილის წინ
თვა;ს არ გაახელს.
ჟრუანტელიან აგონიის გაგუდულ ხმაზე
ოთხი საყვირი დაიყვირებს
ოთხივე სახელს.
მაგრამ არ ისმის ანგელოსის
ხმა სახიფათო.
კუნძული პატმოს აღარ აჩენს
დაღუპვის პათოსს.
უფრო მაწუხებს როგორ არი
დღე ჩემი ჭინკა-
არ უნდა დასხმა სადღეგრძელოს,
სავსეა ჭიქა.
Tician Tabidze - Drosha Qimirelta
ტიციან ტაბიძე - დროშა ქიმირელთა
No comments:
Post a Comment