ვახტანგ ჯავახაძე - ერთი ქალაქის კაცი ვარ

ერთი ქალაქის კაცი ვარ, -
იქ ჩემი წინაპარი ზის,
ერთი ქალაქის კაცი ვარ, -
შენ გქონდეს
შენი პარიზი!
სადაც არ უნდა წავიდე,
უკან მიხმობს და
მიზიდავს:
ვისაც და
რასაც ვუყურებ,
ვუყურებ ქუთაისიდან.

Vaxtang Javaxadze - Erti Qalaqis Kaci Var
ვახტანგ ჯავახაძე - ერთი ქალაქის კაცი ვარ

No comments:

Post a Comment