ელენე დარიანი - მაღალ მოლოდინს შეეჩვია ჩემი პროფილი

“მაღალ მოლოდინს შეეჩვია ჩემი პროფილი,
ღამე დღესა სცვლის და ალიონს მწუხრის საათი,
სიტყვის ნადიმზე მე არა ვარ უარყოფილი,
მაგრამ მომბეზრდა მალულობა, ფარული დარდი.

ბევრი ვეწამე, (აღარა ვარ დღეს მინდობილი),
იჭვის სათვალით გავადიდე, შუქი დავანთე,
ო, რა ძნელია ფერწასული წუთისოფელი,
ოდეს არ კვდება ვერლენი და ბრძენი საადი.

ჩემი ლექსები მოვიშორე და გავასხვისე,
დიდი მოთმენა მოვიახლე და შევითვისე,
დაღლილი შუბლით მოვიწყინე სხვისი სიავე.

ყველას გავუძლებ – კარგადა ვგრძნობ, ყველაფერს დღესა, –
სახელის ლანძღვას, ტიციანს და მის მეუღლესა,
კვლავ ფრთებს ავისხავ და სტრიქონებს მივცემ სილაღეს.”

Elene Dariani - Magal Molodins Sheechvia Chemi Profili
ელენე დარიანი - მაღალ მოლოდინს შეეჩვია ჩემი პროფილ

No comments:

Post a Comment