მუხრან მაჭავარიანი - შუაღამისას

შუაღამისას, -
საათი რომ დარეკავს თორმეტს;
ბიჭები როცა გადაკრულში არიან ხოლმე;
სახლში შემოჰყავთ საიდანღაც დიაცი სიძვის
და... სიგარეტი
საფერფლეზე
თავისით იწვის...

შუაღამისას, -
ქუჩა როცა შავად კრიალებს;
ვითომ ტრამვაის უცდის როცა
დიაცი მრუში...
ქუჩაში როცა უხმაუროდ გაისრიალებს
უკანასკნელი ტროლეიბუსი...

შუაღამისას, -
ოდეს საფლავს აწვიმს მამისას...
და...ვეღარც ვფიქრობ,
აღარც ფიქრობ,
ვითარცა გუშინ, -
უხმო ძახილი
გეყურება
უხალხო ქუჩის.

Muxran Machavariani - Shuagamisas
მუხრან მაჭავარიანი - შუაღამისას

No comments:

Post a Comment