ნუგზარ ჩიკვაიძე - ქალო, წადი პაემანზე!

გორდას მკერდი დაულეწავს, რაშმა ნისლი გადიყარა,
შემოგხედა და უეცრად შეუყვარდი ნარიყალას...

თრთოდნენ თმები და თვალები, სულის ვნება წამწამს იწვა,
მოდიოდი ნათრთოლები და მოგქონდა ცა და მიწა.

ნისლი - თითქოს დაძრწის მხეცი, ჩამოამსხვრევს ჰანგებს ლოდად,
დაიმორცხვე... და ციხეცა მოთმინებით დაგელოდა...

გრიგალის ხმა - ცად დამტკბარი, უფლის ცრემლში დაევანა,
ნარიყალა, ცა და მტკვარი ცახცახებდნენ პაემანად.

აგრე რატომ გაენაზე, გულზე ცეცხლის შემონთებავ,
ქალო, წადი პაემანზე, ნარიყალა გელოდება!...

Nugzar Chikvaidze - Qalo, Wadi Paemanze! 
ნუგზარ ჩიკვაიძე - ქალო, წადი პაემანზე!

No comments:

Post a Comment