გიორგი შალამბერიძე - In vino veritas

დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი,
სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი!
ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს,
მე მაინც ვიძახი: in vino veritas.

სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს,
ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი ამყაროს?!
მე ამიტ ვშველი სულს,მე ამით ვშველი ტანს
და უფრო ვრწმუნდები – in vino veritas.

მუდამ ავურბოდი რეალურ პროფილებს
და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს,
ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს,
ამიტომ ვიძახი: in vino veritas.

მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და დაზაფრულს,
მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს
და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს,
მაშინაც ვიძახი: in vino veritas.

უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს,
in vino veritas, in vino veritas.
გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას:
in vino veritas! in vino veritas!

Giorgi Shalamberidze - In Vino Veritas
გიორგი შალამბერიძე - in vino veritas

No comments:

Post a Comment