თამბაქოსფერ ნისლში თვლემდა
ახმეტა
და ალაზნის ველს
ლურჯ სიზმარში დაათენდა.
გოგო ჭრიდა ნაწვიმარ ველს,
წვიმა უკენკავდა კალთას
და ტყისაკენ ციცქნა კრავებს
ღრუბლებივით მირეკავდა...
გადიარა წვიმამ ბონდი,
მერე სულაც გადაიღო.
ზღაპარ-ზღაპარ მოვდიოდით,
ო, რა კარგი ზღაპარ იყო.
ავთანდილ გაფრინდაშვილი - წვიმდა, წვიმდა, წვიმდა კახეთს
No comments:
Post a Comment