გალაკტიონ ტაბიძე - რომ არ ვიცი, რა დავწერო

რომ არ ვიცი, რა დავწერო,
რომ არ ვიცი, რა ვიმღერო,
გული არ მაქვს, რომ ისევე
ავიღელვო, ავიძგერო!..
და როდესაც განახლდება
ჩაბნელებულ გულისძგერა,
ნიაღვარად გადმოსკდება
ჩემი კვნესა და სიმღერა,
მანამდე კი, ჩემო კარგო,
რა გიამბო, რა გიმღერო,
არც გული მაქვს, რომ ისევე
ავიღელვო, ავიძგერო!

Galaktion Tabidze - Rom Ar Vici, Ra Davwero
გალაკტიონ ტაბიძე - რომ არ ვიცი, რა დავწერო

No comments:

Post a Comment