გალაკტიონ ტაბიძე - მეფე რომ ვიყო

მეფე რომ ვიყო - ვერავინ ქვეყნად
გულიდან სურვილს ვერ ამომტაცებს,
რომ საკადრისი ვუჩვენო ბინა
კიტას და იმის მსგავს მყრალ ბაცაცებს.

მაგრამ მე მეფე არ ვარ... ამ ბრბოში
ვარ მომღერალი და მეოცნებე,
პატიოსნების მოოქრულ ტახტზე
ზის ყიფიანი, ქურდების მეფე.
ენა-გატლეკილ მექი ფაღავას
რას დაარწმუნებ, როცა არ სჯერა,
მას მხარს უმშვენებს გველესიანი,
ეს მატყუარა და გაიძვერა.
მეფე რომ ვიყო, ვერავინ ქვეყნად
გულიდან სურვილს ვერ ამომტაცებს,
რომ ვუთხრა პუდრით შემოთხუპნილებს
კრებებზე მუდამ მყოფ დედაკაცებს:
„აქ რას აკეთებთ? რას აყოლიხართ
ამ კრინიცკებსა და იაშვილებს?
ვაი თქვენს ოჯახს დაავადებულს,
ვაი თქვენს ქმრებს და ვაი თქვენს შვილებს.

Galaktion Tabidze - Mefe Rom Viyo
გალაკტიონ ტაბიძე - მეფე რომ ვიყო

No comments:

Post a Comment