მუხრან მაჭავარიანი - ეზო

ღია კარიდან
თავს ყოფდა კაცი, -
იხედებოდა დროდადრო უკან -
ეხურა კეპი,
ქაჩავდა „პრიმას“...
მარცხენა ხელით
ეჭირა კარი,
მარჯვენა ხელით
ეჭირა კარი,
მარჯვენა ხელით მართავდა საჭეს...
ჰგავდა ლტოლვილის უკუხედვას
თვალები შოფრის...
გამოდიოდა
პირიდან ბოლი...
შემოდიოდა ეზოში „ვოლგა“.
თოკიდან სარეცხს იღებდა ქალი -
სწევლიდა შოფერს.

ატკაცუნებდა ზეწარს ქარი -
გაკიდულს თოკზე.

ფინია ჰყეფდა

Muxran Machavariani - Ezo
მუხრან მაჭავარიანი - ეზო

No comments:

Post a Comment