ზვიად რატიანი - ათიოდე თაობა ჩემი წინაპრების

ათიოდე თაობა ჩემი წინაპრების
და ცოტა ნაკლები შთამომავლობის იგულისხმება ალბათ სისხლში............
მე კი არ ვიცი როგორ ვიცხოვრო
როგორ ვწერო
და
როგორ განვიცადო ეს ამსიყვითლე შემოდგომა,
რომელმაც შეაგროვა ნაწილნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი და თქვა:
ყველაფერი თავიდან იწყება
როგორც ყოველთვის
ჭკნობით!
შემოდგომამშვიდობისა!
მე შემიძლია საათობით ვიდგე ფანჯარასთან და ვგრძობდე;
შეუძლებელია რამეზე წერა!
შემოდგომაშვიდობისა ჩემო ცხოვრებავ!
ჩემო მოუხხელთებელო, ჩემო მუდამ ცვალებადო
ჩემო, თითქმის არაჩემო არსებავ!
მე შემიძლია საათობით ვიდგე ფანჯარასთან
მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს.........
მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა
გული კი გრძნობდეს რომ ერთ-ერთი
ჩემი შეყვარებულია,
ხოლო მეორე
ჩეი შეყვარებულია.
მესამე კი
ჩემი შეყვარებულია.
შესაძლოა არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.
მე შემიძლია,
შემოდგომაშვიდობისა,
არ შემეძლოს სხვაგავარად წერა.

Zviad Ratiani - Atiode Taoba Chemi Winaprebis
ზვიად რატიანი - ათიოდე თაობა ჩემი წინაპრების

No comments:

Post a Comment