მიხეილ ქვლივიძე - მენატრება

ახლა აქაც -
ცას სილურჯე ემატება,
ღვივის მოლი
მიტკლის მწვანე ნაჭერივით...
მე კი
ჩემი საქართველო მენატრება -
ცხრა ველის და
ცხრა მთის იქით
დარჩენილი!
მიხეილ ქვლივიძე
მენატრება -
მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს
ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ
მეგობარი,
მწუხრისას რომ გამიხსენებს,
ჩემზე ფიქრით
რომ ადგება უთენია.
მენატრება
სხვა ასეთი ათასი რამ,
უნახავი
და ათასჯერ ნახულიცა:
მეზობელი,
კაცს რომ ისე არ გასწირავს,
ერთგულება
ასეჯერ თუ არ დაუფიცა...
თავპატიჟი - უსაზღვრო და უნაპირო,
სიამაყე - ჭირშიაც რომ გაიმედებს,
ქალიშვილი,
დღედაღამ რომ უნდა სდიო,
სანამ ერთხელ
გაღიმებას
გაიმეტებს...

Mixeil Qvlividze - Menatreba
მიხეილ ქვლივიძე - მენატრება

No comments:

Post a Comment