არანაირი ჰაერი,
და გახსენება სხვის
არანაირი მსურს,
ცრის.
მოწყენილობამ ინება
ჩემში თავნება დინება,
დამევანება ზმანებად
და ნისლი მოეფინება
ცის.
ცა - ცარიელი რვეული,
ცა - თეთრეული ეული
მზის,
ჩამორღვეულა ძირს,
წვიმს.
შავეთის ღია კარი
ვნახე და ხელი ვკარი,
თვალი გავაღე და მე
ტანზე გავიძრე ღამე
ძლივს,
წვიმს.
რატი ამაღლობელი - არანაირი ცის არანაირი ჰაერი
No comments:
Post a Comment