და ყვავილებს ზედ აკვდება მონავარდე, ცელქი ქარი.
ო, რა ტკბილად ეძინება ღამეს მდუმარს და ფერმიხდილს,
მარტონი ვართ, ჩემო კარგო, ყური უგდე ჩემს სუნთქვას ფრთხილს.
შემიძლია დაგივიწყო? - მიპასუხე, ამიხსენი,
სულით, გულით მე შენი ვარ... სამუდამოდ შენი, შენი.
გალაკტიონ ტაბიძე - ველთა შორის გამოისმა ხმაურობა მშვიდი, წყნარი
No comments:
Post a Comment