მე კი რამდენი მრჩება სათქმელი.
მალე სიბერე სულს შეაშფოთებს,
ჩამომიბინდავს თვალებს ნაღველი.
სანამდის ბოლო დღეებს დავითვლი,
წლების სიმძიმით წელში მოხრილი,
შენდობისათვის მოვალ შენამდის,
მარტოობით და ფიქრით მოღლილი.
ჩვენ ერთმანეთის სიშორე გვკლავდა,
მე კი გხვდებოდი მუდამ დუმილით.
ახლა გულს მიკლავს მე ის დღეები,
მოსაგონარი გულისტკივილით.
No comments:
Post a Comment