გალაკტიონ ტაბიძე - როგორც სატანა

ყური დამიგდე.. ყოფნის ზვირთებმა
ქარიშხლის ქარ-ცეცხლს გადამატანა..
მე გამიტაცეს სევდიან ხმებმა...
მე, პოეზიის ბნელი სატანა.
ვით ქარიშხალი ყრუ უდაბნოში
დავქროდი ქვეყნად და სულთა თანას
ვმღეროდი და ხმა ისმოდა ბრბოში:
„ყური დაუგდეთ, მღერის სატანა“.

Galaktion Tabidze - Rogorc Satana
გალაკტიონ ტაბიძე - როგორც სატანა

No comments:

Post a Comment