აკაკი სურმანიძე - გიხაროდენ

გამოგვაცალეს
ბუჯნი ქართველთა:
-გმირი სელიმი,
-ბრძენი ილია,
ბედის სასწორი
ჯვარის მტვირთველთა
ბოლომდე მაინც არ დაიძლია.

განვლიეთ დრონი
კენტი და ლუწი,
ქართლოსის ჯიში
ყოვლად ეწვალა,
აწ, გიხაროდენ! -
ცული და კუნძი
კვლავაც ემბაზმა რადგან შეცვალა.

Akaki Surmanidze - Gixaroden
აკაკი სურმანიძე - გიხაროდენ

No comments:

Post a Comment