გაუმარძღარი ყორანი შავი,
ფრთებს თუ არ გაშლი (ორბებრ კი არა),
ფრთებს თუ არ გაშლი იესოსავით:
ვერ ახვალ ცაში,
ვერ ახვალ ცაში, -
მუცლით იხოხებ მიწაზე მაშინ.
გარეშე ჯვარსცმის,
გარეშე ჯვარსცმის,-
ჯერ არ ასულა არავინ ცაში.
ცად მხოლოდ მაშინ ადის მგოსანი, -
ფრთებს როცა გაშლის იესოსავით
მუხრან მაჭავარიანი - იესოსავით
No comments:
Post a Comment