მუხრან მაჭავარიანი - ფართო ნაბიჯით მივდივარ გზაზე

ფართო ნაბიჯით მივდივარ გზაზე.
ქუჩაში დიდი ხეები დგანან
სივრცე იმხელა გასაქანს მაძლევს!
იმხელა მთვარე დაჰყურებს ქალაქს!

ისე კარგია მაისის ღამე!
ქუჩაც ისეთი კარგია ახლა! -
ასე მგონია , ვაბიჯებ ჰაერს
და
ნელა-ნელა ავდივარ მაღლა.



Muxran Machavariani - Farto Nabijit Mivdivar Gzaze
მუხრან მაჭავარიანი - ფართო ნაბიჯით მმივდივარ გზაზე

No comments:

Post a Comment