შალვა კარმელი - სემირამიდის ბაღი

სემირამიდის ბაღი
გადმოკიდულა ციდან
სემირამიდის ბაღი,
გულია ერთი ციდა
და მთის ოდენა დაღი.
შენს ცრემლს ნუ ეტყვი ნურვის.
არ ვკვნეს დაჭრილი გალლი.
მე ვერ მომიკლავს წყურვილს-
სამარიელი ქალი.
მივყვები ფრანსს და ფლობერს:
ომებს, ტირილებს, კვდომას
და კარტაგენი მოჰბერს-
სხვა ტრფიალების ნდომას!
მივე სალამბოს ფიცი,
თაისს- ლოცვები ლალის,
მაგრამ შენ გქვია, ვიცი,
ყველა სახელი ქალის.
ვარდებს აქ სხვები კრეპენ...
ჩვენ კი ვართ მტრები თავის:
მე- ბალთაზარი მეფე,
შენ- დედოფალი სავის!

Shalva Karmeli - Seramidis Bagi
შალვა კარმელი - სემირამიდის ბაღი

No comments:

Post a Comment