გალაკტიონ ტაბიძე - როგორც სიზმარი

მე მივდიოდი, მე მივდიოდი
ყვავილთა შორის - ვით ნიავქარი,
მე სიყვარული მესიზმრებოდა
და მე ვიყავი - როგორც სიზმარი.
მე მივდიოდი, მე მოვდიოდი,
ზვირთივით სწრაფი, ზვირთივით ჩქარი.
ჩემი ოცნება სწვავდა ყვავილებს
და მე ვიყავი დილის ცისკარი.
მაგრამ ოცნებამ დამასნეულა,
სიმწრით აივსო ყვავილთ ნექტარი
და ძირს დაეშვა ფრთამომსხვრეული
ფიქრი ნაზი და დაუდეგარი.
ყვავილთა შორის სიამის ნაცვლად
განადგურების ქანაობს ქარი,
და მწარე კვნესად მომესმის მხოლოდ
საღამოს ზარი... საღამოს ზარი.

შემოდგომაა... ბაღის ბილიკებს
მიმოფენია ფოთოლი მჭკნარი...
და მე მივდივარ, და მე მოვდივარ,
და მე ვარ ისე, როგორც სიზმარი.

Galaktion Tabidze - Rogorc Sizmari
გალაკტიონ ტაბიძე - როგორც სიზმარი

No comments:

Post a Comment