პაოლო იაშვილი - უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი

უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი;
დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება ნელი...
შორეულ გზაზე სიბნელეა,არ ჩანს არავინ.
სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი
დამეძინება...
გათავდება ზანტი ზმორება
და დამშვიდდება ბროლის მკერდი ჯერ ხელუხლები.
ძილში ჩემს ტუჩებს ვიღაც ვაჟი ეამბორება
და მღელვარებით იღუნება ჩემი მუხლები.
მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს
(ჩემს შეყვარებას მოგონების მწუხრად რომ დარჩა.)
და დაღონებულ ვაჟის კოცნას სულ ერთ წამიანს,
ვარდისფერ დილით აელვარებს ცის ლურჯი ფარჩა.

Paolo Iashvili - Ukanaskneli Movixseni Tansafaravi
პაოლო იაშვილი - უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი

No comments:

Post a Comment