გალაკტიონ ტაბიძე - თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი

თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები, იფერფლება ხელნაწერი,
ნუ ჩამიქრები... და იქაც, შიგნით, სულში...
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი...

Galaktion Tabidze - Tovli Iyo Iribi, Almaceri
გალაკტიონ ტაბიძე - თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი


No comments:

Post a Comment