მუხრან მაჭავარიანი - თუ გული გაქვს - არ იქნება

თუ გული გაქვს -
არ იქნება,
რომ არ გიყოს
გულმა რეჩხი...
არ იქნება
არ გენიშნოს
ჩვენი კუთხის
შნო და ეშხი;
წვიმის შემდეგ,
ხიდან წვიმა, -
ქარის გამო,
ანუ ლეშხი,
ჩონთოელი -
ქათმით ხელში -
მიმავალი
საჩხერეში.

Muxran Machavariani - Tu Guli Gaqvs - Ar Iqneba
მუხრან მაჭავარიანი - თუ გული გაქვს - არ იქნება

No comments:

Post a Comment