რეზო თაბუკაშვილი - სონეტი

მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფიონს
და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას უნაპიროს,
ქარს იმქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას
დიდებულია! გადვიქცევი უცებ წინაპრად
და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას.
მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე დარჩენის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.
მეც გიმეგზურებთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.
მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლო ჩვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ.
მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან აღარ ვარ,
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.
დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ,
ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერეც,
სხვათა მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ.

Rezo Tabukashvili - Soneti
რეზო თაბუკაშვილი - სონეტი

No comments:

Post a Comment