ეს ტკივილია და განსაცდელი,
ავადმყოფობა და ტრაგედია.
დღეს ქვეყანაზე სუფევს ნათელი,
დღეს ქვეყანაზე სხივი მეტია.
გაივლის ღამის კორიანტელი,
მეც მოვშორდები ქუჩას, ხეტიალს,
დღეს ქვეყანაზე სუფევს ნათელი,
დღეს ქვეყანაზე სხივი მეტია.
Terenti Graneli - Es Tkivilia Da Gansacdeli
ტერენტი გრანელი - ეს ტკივილია და განსაცდელი
No comments:
Post a Comment