ტერენტი გრანელი - მთვარე და ავადმყოფი

მტკიოდა, თუმც ვის დაუძახებდი,
უფრო სითეთრე ელის შენს ხელებს.
შუაღამისას გარეთ გახვედი
და ავადმყოფმა მთვარეს შეხედე.

ძლიერ ავად ხარ და შენ ვერ ატყობ,
რომ ახლა უფრო ხარ უარესად.
და გეუცხოვა მთვარე ავადმყოფს
და სიახლოვე გსურდა მთვარესთან.

გწყურია სივრცე, ქარია გარეთ
და იცი, უფრო გავლა ჯობია.
ავადმყოფს ასე გიზიდავს მთვარე
და თითქოს მთვარეც ავადმყოფია.

მტკიოდა, თუმც ვის დაუძახებდი,
უფრო სითეთრე ელის შენს ხელებს.
შუაღამისას გარეთ გახვედი
და ავადმყოფმა მთვარეს შეხედე.

Terenti Graneli - Mtvare da Avadmyofi
ტერენტი გრანელი - მთვარე და ავადმყოფი

No comments:

Post a Comment