ტერენტი გრანელი - სუფევს ეს დღე და წამება დიდი

სუფევს ეს დღე და წამება დიდი,
ქარში მივალ, ვიღიმები თანაც.
შემოდგომა უფსკრულისკენ მიდის
და ხეები გაძარცული დგანან.

ჩანს ფიქრების დარაზმული რიგი,
და ცივია ხელი, როგორც რკინა.
ყრუ ფოთლების სიყვითლეა ირგვლივ
და ფოთლებში შემოდგომას ძინავს.

Terenti Graneli - Sufevs Es Dge Da Wameba Didi
ტერენტი გრანელი - სუფევს ეს დღე და წამება დიდი

No comments:

Post a Comment