ფიქრი მოვიდა,
ნისლი არ დგება.
ეს დღე ხსოვნიდან
არ იკარგება.
ჩემს გამარჯვებას
გაიგებს ბავშვიც.
ეს დღე დარჩება
მოგონებაში.
ბედს გავურბოდი,
და გული გავხსენ.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, უხილავზე.
ბედს გავურბოდი,
მაინც რას ვეძებ.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, სილურჯეზე.
ბედს გავურბოდი,
მე უფრო ასე.
და ვსაუბრობდით,
ჩვენ, დაღუპვაზე.
Terenti Graneli - Fiqri Movida, Nisli Ar Dgeba
ტერენტი გრანელი - ფიქრი მოვიდა, ნისლი არ დგება
No comments:
Post a Comment