ვინ გმო სახელი უფლისა?
ვინ გაბედაო მეფისთვის...
კარავთან
ტყორცნა შუბისა?
დაგვირჩა მეფე დავითი,
დიდია უფლის სახელი!
წყაროსთან პური გატეხეს,
თან... მოისინჯეს ნახმლევი...
ელღაზის ჯარი აოტეს,
„სალამ უბარეს შორითა“:
ყველამ წერილი წაიღო,
ვინც ჩვენთან მტრობით მოვიდა!
დიდია უფლის სახელი
სასწორ-სამართლის მქონები...
ჩრდილში დამსხდარან ვაჟები,
ტანთ გაუხდიათ თორები
ანა კალანდაძე - ბრძოლით ბრუნდება ლაშქარი
No comments:
Post a Comment